The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მელქაძე

გივი მელქაძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1981  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადებიის ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1948 წელს.

1949 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა "თბილქალაქპროექტში"; 1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი არაერთი არქიტექტურული პროექტის ავტორია. მისი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისში - საბავშვო ბაგა-ბაღი ვ. ბარნოვის ქუჩაზე (1953, შ. ყავლაშვილთან ერთად), მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგური "მარჯანიშვილის მოედანი" (1966, თ. მიქაშავიძესთან, ი. ყავლაშვილსა და ე. ქვარცხავასთან ერთად), ტექნიკური სახლის კომპლექსი ვაგზლის მოედანზე (1968, ე. კვერნაძესთან ერთად), ცეკავშირის ადმინისტრაციული სახლი თავისუფლების მოედანზე (1970, ე. ქვარცხავასთან ერთად) და სხვა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.657; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.395-396; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.107

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: