შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთო ლანდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1940 წელს. სტუდენტობიდანვე გამორჩეული დეკლამაციის ნიჭის წყალობით აღიარეს მხატვრული კითხვის ოსტატად. მონაწილეობდა მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სპექტაკლებში. მისი მხატვრული მეტყველების პედაგოგი იყო ნ. შიუკაშვილი. 1932-იდან, დიქტორების კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 60 წლის განმავლობაში რადიომსმენელს მნიშვნელოვან ინფორმაციას გადასცემდა, აგრეთვე მონაწილეობდა ლიტერატურულ-დრამატულ და საბავშვო გადაცემებში. კითხულობდა ქართველი კლასიკოსების, თანამედროვე მწერლებისა და პოეტების ლექსებსა და მოთხრობებს. დაჯილდოებულია მედლებით. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის დიქტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.119; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.250; ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |