შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1979 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1996 წლიდან "სამეფო უბნის თეატრის" დამფუძნებელი და სამხახტვრო ხელმძღვანელი; კინოკომპანია "იბერია-ფილმის" პრეზიდენტი; დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მთის ნოველა" (1979), "მე დავბრუნდები" (1982), "ბრავო, ალბერ ლოლიშ!" (1987), "ხვეული კიბით" (2001); სცენარის ავტორია ფილმების: "მე დავბრუნდები" (1982), "ხვეული კიბით"(2001); გადაღებულია ფილმებში: "თოჯინები იცინიან"(რეზიკო, 1962), "ზღვის ბილიკი" (დათო, 1962), "დრო იწურება განთიადისას" (ტონი გარსი, 1965), "პიერი მილიციის თანამშრომელი" (ანზორი, 1965), "მყუდრო სავანე" (გივი, 1975), "ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა" (გელაშვილი, 1984). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |