The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ თავაძე

მერაბ თავაძე
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1979 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

1996 წლიდან  "სამეფო უბნის თეატრის" დამფუძნებელი და სამხახტვრო ხელმძღვანელი; კინოკომპანია "იბერია-ფილმის" პრეზიდენტი; დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მთის ნოველა" (1979), "მე დავბრუნდები" (1982), "ბრავო, ალბერ ლოლიშ!" (1987), "ხვეული კიბით" (2001); სცენარის ავტორია ფილმების: "მე დავბრუნდები" (1982), "ხვეული კიბით"(2001); გადაღებულია ფილმებში: "თოჯინები იცინიან"(რეზიკო, 1962), "ზღვის ბილიკი" (დათო, 1962), "დრო იწურება განთიადისას" (ტონი გარსი, 1965), "პიერი მილიციის თანამშრომელი" (ანზორი, 1965), "მყუდრო სავანე" (გივი, 1975), "ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა" (გელაშვილი, 1984).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: