The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ვალიშვილი

ნოდარ ვალიშვილი
Date of birth:25 October, 1932
Date of death:2017  (at 84 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის ჩარხსაინსტრუმენტო ინსტიტუტი ("მოსსტანკინი") 1956 წელს; 1968 წელს - მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

1956-1958წწ. მუშაობდა დახურულ საწარმოში ქ. ძერჟინსკში (მოსკოვის მახლობლად); 1961 წლიდან - მოსსტანკინის მასალათა გამძლეობის კათედრის დოცენტი; 1966 წლიდან ნ. ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის მასალათა გამძლეობის, მანქანების დინამიკის და სიმტკიცის კათედრის პროფესორი; 1973-1989წწ. - ქუთაისის ახლად დაარსებული ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; 1989-1998წწ. - კათედრის გამგე; 1998 წელს დააარსა ახალი ტიპის საავტორო საშუალო სკოლა და იყო ამ სკოლის დირექტორი, შემდგომში - სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2009 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა დაკავშირებულია თანამედროვე გამოთვლითი საშუალებების დანერგვასთან, რომელიც არაწრფივი ანალიზის სტრატეგიის ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად აფართოებს საკვლევი ამოცანების კლასს; 1968 წელს მის მიერ ამოხსნის პარამეტრით გაგრძელების მეთოდში შემოთავაზებული იქნა პარამეტრის ცვლილების ხერხი, რამაც საშუალება მისცა პირველად, მეცნიერულად დასაბუთებულად შეესწავლა ბრუნვითი გარსების არაწრფივი ქცევა კრიტიკულ ზღვარს მიღმა; მის შრომებში დამუშავებულმა ალგორითმმა და ნაყოფიერმა იდეებმა დაამტკიცეს თავიანთი ღირებულება და ეფექტურობა გარსების არაწრფივი თეორიის ფართო წრის ამოცანების ამოხსნისას და თეორიულ საფუძვლად დაედო ალგორითმებსა და პროგრამებს, რომლებიც გამოიყენება თხელკედლიანი კონსტრუქციების გაანგარიშებისათვის და პროექტირებისათვის. ავტორია 21 მონოგრაფიისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. არჩეული იყო საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ინჟინერ-ტექნოლოგი და მათემატიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.144; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.217-218

Awards and Honors

  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: