The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.
The dictionary is supported by the National Library of Georgia.
The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.
ვამეყ I დადიანი იყო ოდიშისერისთავი, 1384-1396 წლებში ჰქონდა მანდატურთუხუცესისტიტული. ერთიანი საქართველოს მეფეებთან ერთად ებრძოდა განკერძოების მოსურნე იმერეთის ერისთავებს. 1392 წელსდაამარცხა იმერეთის ერისთავი გიორგი I, რომელიც ამ ბრძოლაში დაიღუპა. ვამეყ I დადიანის დახმარებით საქართველოს მეფემ გიორგიVII-მ, თემურლენგის შემოსევათა მიუხედავად, თავისი ძალაუფლება განამტკიცა დასავლეთ საქართველოში. ვამეყ I დადიანმა წარმატებით ილაშქრა ჯიქეთში და იქიდან წამოღებული მარმარილოს სვეტებითა და ფიქლებით ხობის ეკლესიას თავისი მშობლების საძვალე მიაშენა. ვამეყისვე თაოსნობით კონსტანტინეპოლიდან საგანგებოდ მოწვეულმა მხატვრმა კირ მანუელ ევგენიკოსმა მოხატა წალენჯიხის ეკლესია.