შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვამეყ II დადიანი![]()
ბიოგრაფიავამეყ II დადიანი იყო ოდიშის ერისთავი 1474-1482 წლებში. ბიძა შამადავლე დადიანისა, რომლის სიკვდილის შემდეგაც დაეუფლა ოდიშს. ებრძოდა იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს რომელმაც 1477 ილაშქრა ოდიშში. ვამეყ II დადიანი დამარცხდა და იძულებული გახდა იმერეთის მეფეს დამორჩილებოდა. 1482 წელს, ბაგრატის სიკვდილის შემდეგ ვამეყ II დადიანმა არ მისცა საშუალება მის მემკვიდრეს გამეფებულიყო და ხელი შეუწყო ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს თავისი ხელისუფლება განემტკიცებინა იმერეთში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.149
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |