The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვამეყ II დადიანი

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:14??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვამეყ II დადიანი იყო ოდიშის ერისთავი 1474-1482 წლებში. ბიძა შამადავლე დადიანისა, რომლის სიკვდილის შემდეგაც დაეუფლა ოდიშს. ებრძოდა იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს რომელმაც 1477 ილაშქრა ოდიშში. ვამეყ II დადიანი დამარცხდა და იძულებული გახდა იმერეთის მეფეს დამორჩილებოდა. 1482 წელს, ბაგრატის სიკვდილის შემდეგ ვამეყ II დადიანმა არ მისცა საშუალება მის მემკვიდრეს გამეფებულიყო და ხელი შეუწყო ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს თავისი ხელისუფლება განემტკიცებინა იმერეთში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.149


გააზიარე: