The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვამეყ III დადიანი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვამეყ III დადიანი იყო ოდიშის მთავარი 1658-1660/1662 წლებში. ლევან II დადიანის სიკვდილის(1658) შემდეგ ალექსანდრე III იმერთა მეფის დახმარებით ხელში ჩაიგდო ოდიშის სამთავრო ტახტი და დადიანის ტიტული. 1658 წელს ბანძასთან დაამარცხა თავისი მეტოქე ლიპარიტ III დადიანი. 1660 წელს იმერეთის სამეფოში გაჩაღებულ შინაომში ჩაერია, დიდებულთა დახმარებით დაიპყრო სამეფოს დიდი ნაწილი და მეფის ტიტულიც მიიღო. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ქართლის მეფე ვახტანგ V-მ, მაგრამ საქმე მორიგებით დამთავრდა: ვახტანგ V-ს იმერეთის სამეფოს ზემო მხარე დარჩა, დანარჩენი ნაწილი - ვამეყ III დადიანს. ამ უკანასკნელს თავისი ასული ქართლის მეფის ძის არჩილისათვის უნდა მიეთხოვებინა. ამის შედეგად იმერეთის სამეფო არჩილის ხელში გადავიდოდა. ვამეყ III დადიანს კი იმერეთი თავისთვის უნდოდა. მან პირობა დაარღვია და თავისი ასული სხვას მიათხოვა. ამას ვახტანგ V-ის მეორე ლაშქრობა მოჰყვა. ვამეყ III დადიანს იმერეთისა და ოდიშის დიდებულთა დიდი ნაწილი განუდგა. მან ჯერ ოდიშს მიაშურა, მაგრამ როდესაც ოდიშის ციხესიმაგრეებიც ვახტანგ V-ის ლაშქარმა დაიპყრო, სვანეთში გაიქცა. მისი ოჯახი ქართლის ლაშქარმა ჩაიგდო ხელთ. ვახტანგ V-მ ოდიშში ლევან II დადიანის ძმისწული შამადავლე დასვა მთავრად. ვამეყ III დადიანი ვახტანგ V-ის მოკავშირემ, ლეჩხუმის მფლობელმა ხოსია ლასხიშვილმა  სვანეთში მოაკვლევინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.149


გააზიარე: