The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ისიანი

ამირან ისიანი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ანიმატორი, მხატვარი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1988 წელს.

სწავლა დიზაინის ფაკულტეტზე დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მულტიპლიკაციის განყოფილებაზე გადავიდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო მულტსტუდიის მუშაობაში, როგორც მხატვარი, მოგვიანებით, როგორც სცენარის ავტორი და რეჟისორი. მუშაობდა ანიმაციური და თოჯინური ფილმების სტუდიაში "ორბი"; მისი საავტორო სატელევიზიო გადაცემებია: "ჩიპო", "სიზმარვიზია". აქტიურად მუშაობს ფერწერაში; ცნობილი ნამუშევრები: "ამბორი", "დედის ხელები", "გამხმარი ხე", "კალანდა", "მეზღაპრე", "პორტრეტი" და სხვ. 1993 წლიდან მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ანიმაციური ფილმების პედაგოგად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მძლეთამძლე"(ანიმაციური, 1991), "საქართველოს ჩვენია! გაიგე რუსო?!"(დოკუმენტური, 2008), "წყლის პირველი შროშანი"(ანიმაციური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: "მძლეთამძლე"(ანიმაციური, 1991), "საქართველოს ჩვენია! გაიგე რუსო?!"(დოკუმენტური, 2008), "წყლის პირველი შროშანი"(ანიმაციური, 2009); დამდგმელი ოპერატორია ფილმის: "საქართველო ჩვენია! გაიგე რუსო?!" (დოკუმენტური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმის: "წყლის პირველი შროშანი"(ანიმაციური, 2009), "მძლეთამძლე"(ანიმაციური, 1991); მემონტაჟეა ფილმის: "საქართველო ჩვენია! გაიგე რუსო?!" (დოკუმენტური, 2008).

წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge30-school.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: