შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენრი კავლელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინო-ოპერატორის ფაკულტეტი 1972 წელს, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1977 წელს. 1962 წლიდან საქართველოს ტელევიზიის შტატგარეშე ფოტოკორესპონდენტი; 1972-1979წწ. ქ. მოსკოვში საქართველოს ტელევიზიის კინოკორესპონდენტი; 1993-1999წწ. ტელეკომპანია "ნტვ კინო"-ს პროდიუსერი; 1999 წლიდან ტელე-კინო კომპანია "ჯორჯიას" პრეზიდენტი; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "თუშეთის ფერები" (დოკუმენტური, 1973), "აფხაზეთი" (დოკუმენტური, 1977), "გაგრა-ბიჭვინთა" (დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე"(დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა" (დოკუმენტური, 1981); სცენარის ავტორია ფილმების: "გაგრა-ბიჭვინთა“(დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე" (დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა"(დოკუმენტური, 1981); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "გაგრა-ბიჭვინთა“ (დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე“ (დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა" (დოკუმენტური, 1981) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ქალის ტვირთი“ (1957), "სხვისი შვილები“ (1958), "მამლუქი“(1958). წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |