The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენრი კავლელიშვილი

გენრი კავლელიშვილი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინო-ოპერატორის ფაკულტეტი 1972 წელს, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1977 წელს.

1962 წლიდან საქართველოს ტელევიზიის შტატგარეშე ფოტოკორესპონდენტი; 1972-1979წწ. ქ. მოსკოვში საქართველოს ტელევიზიის კინოკორესპონდენტი; 1993-1999წწ. ტელეკომპანია "ნტვ კინო"-ს პროდიუსერი; 1999 წლიდან ტელე-კინო კომპანია "ჯორჯიას" პრეზიდენტი; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "თუშეთის ფერები" (დოკუმენტური, 1973), "აფხაზეთი" (დოკუმენტური, 1977), "გაგრა-ბიჭვინთა" (დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე"(დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა" (დოკუმენტური, 1981); სცენარის ავტორია ფილმების: "გაგრა-ბიჭვინთა“(დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე" (დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა"(დოკუმენტური, 1981); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "გაგრა-ბიჭვინთა“ (დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე“ (დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა" (დოკუმენტური, 1981) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ქალის ტვირთი“  (1957), "სხვისი შვილები“ (1958), "მამლუქი“(1958).

წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია:  geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: