The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კალატოზოვი

მიხეილ კალატოზოვი
ოფიციალური სახელი:მიხეილ კალატოზიშვილი
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1973  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩიეს სასაფლაო, ქ. მოსკოვი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

კარიერის დასაწყისში მუშაობდა ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მძღოლად, ლაბორანტად, მემონტაჟედ, მსახიობად ("სამი სიცოცხლე", "ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე"), ოპერატორად ("ორთქმავალი 1000ბ", "ბიული"), სცენარისტად ("ბოშური სისხლი"); ოპერატორის ასისტენტად ("ჯანყი გურიაში"), აქვეყნებდა წერილებს ჟურნალში "მემარცხენეობა", რომლებშიც აქტიურად გამოთქვამდა აზრს კინოს შესახებ. მისი პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი "მათი სამეფო" (1928); შემდეგ გადაიღო ფილმი "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანეთს", 1930); 1933 წელს შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში; 1934-1936წწ. იყო სახკინმრეწვის დირექტორი. სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1939 (ფილმი "მამაცობა"); 1941 წელს დადგა ფილმი "ვალერი ჩკალოვი"; ფილმი "განწირულთა შეთქმულება" შექმნილია ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (1950); განსაკუთრებით ცნობილია მისი ფილმი "მიფრინავენ წეროები" (1957). მიღებული აქვს: კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მშვიდობის პრემია ფილმისთვის "განწირულთა შეთქმულება" (1950), კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის "ბროლის გლობუსი" ფილმისთვის "ერთგული მეგობრები" (1954), კანის საერთაშორის კინოფესტივალის "ოქროს პალმის რტო" (1958), მეხიკოს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო პრიზი (1958) და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (1958) ფილმისთვის "მიფრინავენ წეროები".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. -თბ., 1980. -გვ. 328; ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1965 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • 1958 - ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი, საპატიო დიპლომი
    ფილმისთვის "მიფრინავენ წეროები“
  • 1958 - მეხიკოს საერთაშორისო კინოფესტივალი, საპატიო პრიზი,
    ფილმისთვის "მიფრინავენ წეროები“
  • 1958 - კანის საერთაშორის კინოფესტივალი, "ოქროს პალმის რტო“
    ფილმისთვის "მიფრინავენ წეროები“
  • 1954 - კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი, "ბროლის გლობუსი“
    ფილმისთვის "ერთგული მეგობრები"
  • 1951 - სტალინური პრემია
    ფილმისათვის "განწირულთა შეთქმულება"
  • 1950 - კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი, მშვიდობის პრემია
    ფილმისათვის "განწირულთა შეთქმულება"
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: