The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან კანდელაკი

ტრისტან კანდელაკი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2012  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1958-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სინათლის ტექნიკოსად; 1961 წელს ტროლეიბუსების სამმართველოში ამწყობ ზეინკლად; რუსთაველის სახელობის თეატრში კონტროლიორად; კონიაკის ქარხანაში მუშად; 1962-1964წწ. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სინათლის ტექნიკოსად; 1964-1968წწ. კინოოპერატორის ასისტენტად; 1968 წლიდან კომპანია "ქართულ ტელეფილმში" ჯერ კინოოპერატორის ასისტენტად, 1970 წლიდან კინოოპერატორად. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "უსასრულობა" (1971), "სიყვარული, ივერია და...(1975), "ფანჯარა" (დოკუმენტური, 1980), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "განაპირა სახლი" (1991), "მოქცევაი ქართლისაი" (დოკუმენტური, 1991), "მოცარტი და..." (დოკუმენტური, 1999), "ათონის ქართველთა სავანე" (დოკუმენტური, 2000) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: