The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჭირაქაძე

გია ჭირაქაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ჭირაქაძე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 2017  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

წლების განმავლობაში იყო ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს" წევრი; ანსამბლ "ქართული ხმების" დამფუძნებელი; 18 წელი იმუშავა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე; მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2016 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო:საინფორმაციო პორტალი: ambebi.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.187

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • სახელმწიფო პრემია

გააზიარე: