The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუშნი ლასურია

მუშნი ლასურია
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუტოლი, ოჩამჩირირის რაიონი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1965 წელს; 1974 წელს მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1955 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა; მისი ლექსთა კრებულებია: ''აკვანი'', ''იმედი'', ''აბრეშუმის სახლი'', ''წყალთა მეუფე'', ''ჩანჩქერების დილა'', ''მთესველი. ლირიკა 1955-1975''.  მისი ლექსების ძირითადი თემებია: სამშობლო, ბუნება, სიყვარული. ისინი გამოიჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით. მან აფხაზურ ენაზე თარგმნა ''ვეფხისფყაოსანი'', ირ. აბაშიძის ''პალესტინა, პალესტინა!'', გ. ლეონიძის, შ. ნიშნიანიძის ლექსები, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ჯ. ბაირონის თხზულებები და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე.

აფხაზი პოეტი და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი(1974) 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.134

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1978-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - პუშკინის სახელობის მედალი (რუსეთის ფედერაცია)
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, ქართ.-აფხ. ურთიერთობათა ინ-ტი, 2000. - 24გვ.
  • ჩემი აქლემი : ლექსები და ბალადები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1988. - 51გვ.
  • მეგობრის გული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1960. - 74გვ.
  • ჩემი ავლადიდება : ლექსები და პოემები (ავტორი). - სოხუმი, აფხაზეთის ასსრ სახელგამი, 1957. - 378გვ.
  • გულის ხმა : ლექსები და პოემები (ავტორი). - სოხუმი, აფხაზეთის სახელგამი, 1952. - 59გვ.

გააზიარე: