The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაზიმეჟ ლაფჩინსკი

დაბადების თარიღი:1823
გარდაცვ. თარიღი:1893  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

1844 წელს  ჩამოვიდა საქართველოში; მუშაობდა ინჟინრად; დაინტერესდა ქართული ფოლკლორით, კრებდა ქართულ ანდაზებს. მეგობრობდა გ. ერისთავთან, რომლის მონაწილეობით თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" და გამოაქვეყნა 1863 წელს "ბიბლიოტეკა ვარშავსკაში". ამ თარგმანისათვის წამძღვარებული შესავალი "ცისკარში" დაიბეჭდა(1870). მის მიერ ქართულ თემატიკაზე შექმნილ თხზულებათა შორის აღსანიშნავია "თბილისიდან არარატამდე". პოლონელი მთარგმნელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.144; 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.302


გააზიარე: