The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ივანე ლიპარიტის ძე გადახვეწილი იყო ბიზანტიაში ბაგრატ IV-გან შერისხულ და ბერად აღკვეცილ მამასთან, ლიპარიტ-IV-თან ერთად. ბიზანიტიის იმპერატორმა ისააკიოს I-მა ივანეს სომხური ოლქის არშარუნიკის გამგებლობა უბოძა. ლიპარიტ IV-ის თხოვნით, საქართველოს მეფემ 1059 წელს შეიწყნარა ივანე, დაუბრუნა მამაპაპისეული მამული და სპასალარად დანიშნა. ერთხანს იგი ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს, დიდი პოლიტიკური უფლებები მოიპოვა და ეკონომიკურადაც გაძლიერდა. ალფა-არსლანის შემოსევების დროს ივანე ლიპარიტის ძე მეთაურობდა ალფ-არსლანის მეფის სამოციქულო მისიას. 1069 წელს დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. 1073 წელს კი ისევ მეფის მოწინააღმდეგეთა რიგებშია. აუჯანყდა გიორგი II-ს და კახელების დახმარებით ქსნისპირა ადგილები დაიჭირა. გიორგი II იძულებული გახდა დაეთმო: ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის შვილს ლიპარიტს კი - ლონობანი. 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე ისევ განუდგა მეფეს, მაგრამ ამჟამად კახელები გიორგი II-ს მიემხრნენ და იგი იძულებული გახდა მეფეს დაზავებოდა. შემდეგ ივანე ლიპარიტის ძემ ქ. გაგი გამოსტაცა მეფის მეციხოვნეებს და საქართველოს მტერს განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა. დაახლოებით 1074 წელს ის მორჩილებით ეახლა საქართველოს ასაოხრებლად მოსულ თურქ-სელჩუკების სულთან მელიქ-შაჰს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდნილა და ივანე ლიპარიტის ძე გამოპარულა. 1080 წელს მელიქ - შაჰი შეესია საქართველოს და ივანე ლიპარიტის ძე ოჯახიანად ტყვედ ჩაიგდო. XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე, სპასალარი, კლდეკარის ერისთავი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 90


გააზიარე: