Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში![]()
Biographyივანე ლიპარიტის ძე გადახვეწილი იყო ბიზანტიაში ბაგრატ IV-გან შერისხულ და ბერად აღკვეცილ მამასთან, ლიპარიტ-IV-თან ერთად. ბიზანიტიის იმპერატორმა ისააკიოს I-მა ივანეს სომხური ოლქის არშარუნიკის გამგებლობა უბოძა. ლიპარიტ IV-ის თხოვნით, საქართველოს მეფემ 1059 წელს შეიწყნარა ივანე, დაუბრუნა მამაპაპისეული მამული და სპასალარად დანიშნა. ერთხანს იგი ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს, დიდი პოლიტიკური უფლებები მოიპოვა და ეკონომიკურადაც გაძლიერდა. ალფა-არსლანის შემოსევების დროს ივანე ლიპარიტის ძე მეთაურობდა ალფ-არსლანის მეფის სამოციქულო მისიას. 1069 წელს დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. 1073 წელს კი ისევ მეფის მოწინააღმდეგეთა რიგებშია. აუჯანყდა გიორგი II-ს და კახელების დახმარებით ქსნისპირა ადგილები დაიჭირა. გიორგი II იძულებული გახდა დაეთმო: ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის შვილს ლიპარიტს კი - ლონობანი. 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე ისევ განუდგა მეფეს, მაგრამ ამჟამად კახელები გიორგი II-ს მიემხრნენ და იგი იძულებული გახდა მეფეს დაზავებოდა. შემდეგ ივანე ლიპარიტის ძემ ქ. გაგი გამოსტაცა მეფის მეციხოვნეებს და საქართველოს მტერს განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა. დაახლოებით 1074 წელს ის მორჩილებით ეახლა საქართველოს ასაოხრებლად მოსულ თურქ-სელჩუკების სულთან მელიქ-შაჰს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდნილა და ივანე ლიპარიტის ძე გამოპარულა. 1080 წელს მელიქ - შაჰი შეესია საქართველოს და ივანე ლიპარიტის ძე ოჯახიანად ტყვედ ჩაიგდო. XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე, სპასალარი, კლდეკარის ერისთავი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 90
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |