The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მენთეშაშვილი

თენგიზ მენთეშაშვილი
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:25 აპრილი, 2016  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს.

მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1952 წლიდან საქართველოს ალკკ რუსთავის საქალაქო კომიტეტის მდივანი; საქართველოს ალკკ ცკ-ის მეორე მდივანი; 1961 წლიდან იყო საქართველოს კპ ცკ აპარატში პასუხსაგებ სამუშაოზე, პარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1976-1982წწ. საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; სსრკ IX-XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.659; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.106

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, საპატიო წევრი
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი (1982-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოსა და მის დედაქალაქის - თბილისის აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებით ღირსეული წვლილისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1988 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: