The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ლაღიაშვილი

იოსებ ლაღიაშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1866
გარდაცვ. თარიღი:1913  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამეგრელოს რაიონის სოფელში.

დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

გმობდა სემინარიაში გაბატონებულ მკაცრ რეჟიმს, მოსწავლეთა მორალურ და ფიზიკურ შეურაცხოფას, ილაშქრებდა სამღვდელოების წინააღმდეგ. მონაწილეობდა საიდუმლო ხელნაწერი ჟურნალის "ყვავილის'" შედგენაში. იგი სასწავლებლიდან გარიცხეს და ყოფაქცევაში "4" დაუწერეს, რაც მას სწავლის გაგრძელების უფლებას ართმევდა. 1886 წელს მან მოკლა სემინარიის რექტორი, რეაქციონერი ა. ჩუდეცკი. სამხარეო სასამართლომ მკვლელს სახალინზე გადასახლება მიუსაჯა. აქედან ის ჯერ იაპონიაში გაიქცა, შემდეგ - ამერიკაში. ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.146; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.303


გააზიარე: