შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ვანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ატენი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო სამართლის სპეციალობით. 1954 წლიდან მუშაობდა ადმინისტრაციულ ორგანოებში, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის საგანია სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; გორისა და ვ. სუხიშვილის უნივერსიტეტების სრული პროფესორი. შ. ვანიშვილი 70-80-იან წლებში მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის მონოგრაფია - "ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში (1864-1917)"; საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებული აქვს 25 ათასი ლექცია-სემინარი და მშობლიური სოფლის სკოლაში 800-მდე გაკვეთილი; იგი ავტორია 1200-მდე პუბლიკაციის; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991). პროფესორი (1992). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.160 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |