The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვარაზაშვილი

გიორგი ვარაზაშვილი
სხვა სახელი:კაპიტანი მონტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1945  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჩიზონ დე ვალმარინოი, სოფელ ტოვენას სასაფლაზე, ტრევიზოს პროვინცია, იტალია
კატეგორია:მოქანდაკე, სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი (ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1940 წელს.

1940 წლის 30 ივნისს ცნობილი მოქანდაკის, პროფესორ ბორის იაკოვლევის ხელმძღვანელობით მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსული კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვა თავისი სადიპლომო ნამუშევარი "სპორტსმენი". ამ ქანდაკების ფოტოები დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთებში: "ზარია ვოსტოკა" (თბილისი) და "ვეჩერნაია მოსკვა" (მოსკოვი). იმავე წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1941 წელს დაჭრილი ტყვედ ჩავარდა. 1942 წელს ტყვეობას თავი დააღწია და ბრიანსკის ტყეებში პარტიზანულ რაზმში იბრძოდა. 1943 წელს კვლავ ტყვეობაში იყო ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში (იუგოსლავია, იტალია). 1944 წელს ტყვეობიდან გაიქცა და "კაპიტან მონტის" ფსევდონიმით ბრძოლა განაგრძო იტალიის პარტიზანულ რაზმში "პიავე". 1945 წლის 6 თებერვალს იტალიელმა ფაშისტებმა დაზვერვაზე წასულ გიორგი ვარაზაშვილს ალყა შემოარტყეს და ტყვედ დანებება მოსთხოვეს. მან ტყვეობას სიკვდილი ამჯობინა და გულზე ხელყუმბარა აიფეთქა. 1971 წლის 25 იანვრის დადგენილებით, ჯუზეპე სარაგატის ხელმოწერილი დეკრეტით გიორგი ვარაზაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ბრინჯაოს მედლით "მხედრული მამაცობისათვის". იტალიის წინააღმდეგობის  მოძრაობის მონაწილე II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს. დაიღუპა კოცუოლის ბორცვზე, ტრევიზოს პროვინცია, ჩრდილოეთ იტალია. იტალიის ეროვნული გმირი, კაპიტანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: