შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1954 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", ოპერატორის ასისტენტი; 1963-1965წწ. საქართველოს ტელეფილმების სტუდია; 1965 წლიდან ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმების სტუდია. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მხოლოდ 17 კილომეტრი" (1964), "ელისო ვირსალაძე" (დოკუმენტური, 1973), "ნიკორწმინდა" (დოკუმენტური, 1977), "იდუმალება"(დოკუმენტური, 1981), "პიცუნდის ფიჭვნარი" (დოკუმენტური, 1987), "დავით ბადრიძე" (დოკუმენტური, 1989), "ვიქტორ დოლიძე-100" (დოკუმენტური, 1991) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "მხოლოდ 17 კილომეტრი"(1964), "გასტროლები" (დოკუმენტური, 1979). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |