The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარაზ-ბაკურ გამრეკელი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვარაზ-ბაკურ გამრეკელი იყო ჯავახეთის ერისთავი XI საუკუნის II ნახევარში. 1064 წელს საქართველოში შემოიჭრა ალფ-არსლანი და ახალქალაქი ააოხრა. ამის შემდეგ მან საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ს დამოყვრება შესთავაზა - ცოლად სთხოვა დისწული, რომელიც ამავე დროს სომეხთა მეფის(ტაშირ-ძორაგეტის), კვირიკეს ძმისწული იყო. ბაგრატმა კვირიკესთან მოციქულად ვარაზ-ბაკურ გამრეკელი მიაგზავნა. სომეხთა მეფემ უარი განაცხადა ძმისწულის გათხოვებაზე. ამ საბაბით ბაგრატ IV-მ კვირიკე შეიპყრო და სამშვილდე ჩამოართვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.166


გააზიარე: