The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როზეტა გუჯეჯიანი

როზეტა გუჯეჯიანი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1970  (53 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით 1997 წელს.

1994 წელს იყო აკადემიკოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ლაბორანტი; 1994-2006წწ. ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2005-2012წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი; 2005-2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2008-2012წწ. მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეთნოლოგიის მიმართულებით; 2010-დან  ასოცირებული პროფესორი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც არის ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან ასოცირებული პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეთნოლოგიის მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს 90-მდე სამეცნიერო სტატია და ორი მონოგრაფია, არის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს თანაავტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრადიციული ყოფისა და რწმენა-წარმოდგენების ურთიერთმიმართება დასავლეთ საქართველოს მთიანენეთში(სვანეთი ეთოგრაფიული მასალის მიხედვით)", დაიცვა 2005 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: