შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა რუსთაველის თეატრში, შემდეგ სოხუმის თეატრში; 1951 წელს მიიწვიეს მოსკოვის სამხატვრო თეატრში; 1963 წლიდან "მოსფილმის" რეჟისორი; 1968 წლიდან გაერთიანება "ეკრანის" რეჟისორი; 1972 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ბებერი მეზურნეები" (1973), "ღვინის ქურდები"(1975), "მარადისობის კანონი" (1982), "ორშაბათი ჩვეულებირივი დღეა" (1984), "ქველი (კეთილისმყოფელი)" (1988), "ლუიზა" (1988), "შარვალი" (1988) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ქველი (კეთილისმყოფელი)" (1988), "ლუიზა" (1988), "შარვალი" (1988). გადაღებულია ფილმებში: "ეთერის სიმღერა" (ზაქარია ფალიაშვილი, 1956), "მარადისობის კანონი" (ექიმი, 1982), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (1989), "ცარიელი სივრცე" (2001). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 658; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 34 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |