Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კიტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1975-1980წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობაზე; 1977-1980წწ. იქვე საერთაშორისო გამოკვლევებისა და სწავლების განყოფილებაზე; 1980-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1983-1987წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1983 წლიდან მოღვაწეობს პროდიუსერად და რეჟისორად კინოსა და ტელევიზიაში; 1988 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეატრისა და კინოს ინსტიტუტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ტრასა" (1991), "გზაჯვარედინი" (1991), "სიცოცხლის ფასი" (დოკუმენტური, 2012); სცენარის ავტორია ფილმების: "3-1" (1983), "ტრასა"(1991), "გზაჯვარედინი" (1991), "სიყვარული ვენახში" (2000), "სიცოცხლის ფასი" (დოკუმენტური, 2012); გადაღებულია ფილმებში: "ჩაძირული ქალაქის მაძიებლები" (1972), "წარსული მუდამ ჩვენთანაა" (გია, 1989), "დღე" (1993), "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (2000) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |