შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ლაშქაროვი![]()
ბიოგრაფია1812-1814წწ. რუსეთის სამამულო ომის აქტიური მონაწილე; ლაშქაროვის ბაბუა, ქართველი აზნაური ლაზარე გრიგოლის ძე ბიბილური (რომელიც ვახტანგ VI ამალაში შედიოდა) პეტრე I-ის დროს დასახლდა მოსკოვში და ცოლად შეირთო რუსი მემამულის ქალიშვილი; ლაშქაროვმა განსაკუთრებით ისახელა თავი სოფელ შევარდინოსთან გამართულ ბრძოლაში (1812 წლის 24 აგვისტო), რომელიც წინ უძღოდა ბოროდინოს ბრძოლას. მიღებული აქვს ჯვარი "პრაღის აღებისთვის", პრუსიის სამეფოს ორდენი "Pour le Mérite", ოქროს ხმალი "მამაცობისთვის". გენერალ-მაიორ იური ლაშქაროვის მამა. შევარდინოს გმირი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.149; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.309 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |