The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანსურ ჯაფარის ძე

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

თბილისის საამიროს მეორე ამირა 914-952წწ. ჯაფარიანების დინასტიიდან, ჯაფარ I იბნ-ალის ძე, მისი არსებობა დასტურდება ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით. ეს იყო თბილისის პირველი ამირა, რომელმაც თავისი სახელით მოჭრა ფული. მისი სახელი, ხალიფა მუტის სახელთან ერთად, აღნიშნულია ჰიჯრით 342 და 343 წლებში (ე.ი 953-954წწ. და 954-955წწ.) თბილისში მოჭრილი არაბული ვერცხლის დირჰემებზე. ხალიფას სახელით მოჭრილი უკანასკნელი ჩვენთვის ცნობილი თბილისური დირჰემი 942-943 წლისაა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.640


გააზიარე: