The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მონისძე

Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Entertainer

Biography

შემორჩენილია მის მიერ ხელმოწერილი და ზუსტად დათარიღებული (1040) ორი მცირე ზომის ფირფიტა წმ. ბასილისა და წმ. ნიკოლოზის გამოსახულებებით. ეს ფირფიტები, სხვებთან ერთად, დაკრული იყო შემოქმედის მონასტრის ღვთისშობლის ხატის არშიაზე (ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშის ფონდშია დაცული). ფირფიტები ერთნაირი მოყვანილობისაა - ვიწრო, მაღალი, ზემოთ ნახევარწრიული მოხაზულობის; თითოეულზე თითო გამოსახულებაა. წმ. ნიკოლოზისა და წმ. ბასილის გამოსახულებები შესრულებულია გლუვ ფონზე, ფრონტალურად, მთელი ტანით. მეტყველი სახეები ინდივიდუალიზებულია, სხეულთა პროპორციები - სწორი. მოქანდაკე შეგნებულად ქმნის მოცულობას. აქ საქმე გვაქვს ქართული ოქრომჭედლობის იმ საფეხურთან, როდესაც ოსტატები სკულპტურულ-პლასტიკურ ამოცანებს ისახავენ. XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.- გვ.90



Share: