The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლეგ გველესიანი

ოლეგ გველესიანი
Date of birth:11 January, 1947
Date of death:5 October, 2023  (at 76 years)
Category:Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

მუშობდა გაზეთ "ჭიათურის მაღაროელის" ლიტმუშაკად; გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" სპეციალურ კორესპონდენტად; 30 წელი იმუშვა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" რიგითი ლიტმუშაკიდან გაზეთის ერთ-ერთი განყოფილების გამგის თანამდებობამდე; პარალელურად მუშაობდა გაზეთ "ქართულ ფეხბურთში" ფოტოკორესპოდენტად და თბილისის "დინამოს" სტადიონის პრესცენტრში, სადაც შეადგინა 1978-1989 წლამდე გამართულ 200-ზე მეტი საფეხბურთო მატჩის პროგრამები; 1965 წლიდან მოყოლებული მისი ლექსები რეგულარულად იბეჭდებოდა გაზეთებში: "ჭიათურის მაღაროელი", "ახალი ცხოვრება" და "ნორჩი ლენინელი"; ჟურნალებში: "პიონერი" და " "დილა"; სტუდენტობის პერიოდში დაწერილი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში: "ცისკარი", "პირველი სხივი", "დროშა"; 1989 წელს გამომცემლობა "მერანმა" გამოსცა მისი პირველი კრებული "საძალიხევი"; კრებულში შევიდა ოთხ ციკლში გაერთიანებული ასი ლექსი; პირველი საბავშვო წიგნი "ზოოპარკი მიყიდეთ", გამოსცა გამომცემლობა "ნაკადულმა" 1991 წელს; მომდევნო წიგნი "ეს გოგონა ვისია 1992 წელს გამოსცა გამომცემლობა "სამშობლომ", 1994 წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა მისი ლექსების კრებულს "ეს გოგონა ვისია", როგორც I - II  კლასებში კლასგარეშე საკითხავ წიგნს; 1999-2007წწ. იყო გაზეთ "ზაჰესის მაცნეს" მთავარი რედაქტორი; 2016 წლიდან არის გაზეთ "არაგვიანის" მთავარი რედაქტორი, ამოვდროულად მოღვაწეობს საყმაწვილო ჟურნალ "ნაკადულში"; ავტორის წიგნების ნაწილი დაიბეჭდა "ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგიაში"; მის ლექსებზე კომპოზიტორებს: ვ. აზარაშვილს, მ. დავითაშვილს, ზ. მანაგაძეს, მ. ელოშვილს და სხვებს დაწერილი აქვთ სიმღერები. ფოტოხელოვანი. 

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი

Bibliography


Share: