The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მორჩაისძე

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

1031 საფუძვლიანად გადაუკეთებია  იშხნის ძველი ტაძარი, რასაც გვამცნობს სამხრეთ სარკმლის ირგვლივ მინაწერი. იშხნის ტაძარი, რომელიც VII საუკუნეში აშენდა, შემდეგში არაერთგზის შეუკეთებიათ და განუახლებიათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ტაძარმა საბოლოო, მხატვრულად დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. ფასადების დამუშავების საერთო სისტემით იშხნის ტაძარი XI საუკუნის დამახასიათებელი ძეგლია. ჩუქურთმათა სიუხვე, მრავალფეროვნება, მათი შესრულების მაღალი დონე და დახვეწილობა ივანე მორჩაისძეს შუა საუკუნეთა ბრწყინვალე ქართველ ოსტატების გვერდით აყენებს. XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 90


გააზიარე: