The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხოსია ლაშხიშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1671
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ლეჩხუმის მფლობელი XVII ს. 60-იან წლებში. 1661 წელს ქართლის მეფეს ვახტანგ V -ს უჭერდა მხარს ვამეყ III დადიანის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან მოაწყო ვამეყ III დადიანის მკვლელობა სვანეთში. 1668 წელს ერთხანს ემხრობოდა ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის ტახტზე ასულ დარეჯან დედოფალს ( თეიმურაზ I- ის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე  III-ის მეუღლე), შემდეგ კი აქტიურად მონაწილეობდა მის  წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და თვითონვე მოკლა დარეჯან დედოფალი. იგი მხარს უჭერდა დემეტრე გურიელს, იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლაში, შემდეგ მონაწილეობდა შეთქმულებაში, რის შედეგადაც ბაგრატ  I-მ ტახტი დაიბრუნა. უკანასკნელად მოხსენიებულია 1669 წლის დეკემბრით დათარიღებულ ბაგრატ I-ის წერილებში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.149


გააზიარე: