The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლაჭყეპიანი

დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 1982  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი 1919 წელს.

1915-1920წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამუშაოზე, ხოლო 1920-1930წწ. საქართველოსა და ამიერკავკასიის  "სოფლის კავშირის"(კოოპერაციის) სისტემაში ჯერ ინსტრუქტორად, შემდეგ განყოფილებისა და სექტორის გამგედ; 1930 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1922-1937წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1938-1941წწ. აგრო-ეკონომიკური და აგრონომიული ფაკულტეტის, 1943-1949წწ. აგრონომიური, 1958-1969წწ. კი სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ორგანიზაციის ფაკულტეტის დეკანი, 1961-1979წწ. სტატისტიკური და საბუღალტრო აღრიცხვის კათედრის გამგე. ეკონომისტ-აგრარიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი(1960), პროფესორი(1961).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.150

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: