შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშა ოჰანეზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1905 წელს ქ. განჯაში გაიცნო მომღერალი ჯაბარ კარიაღდი ოღლი, რომელსაც ძალიან მოეწონა და წაიყვანა ქ. ბაქოში, სადაც ჩამოაყალიბა საზანდრის დარფაში-სამეული: მეთარე - ყურბანი, მეჭიანურე - საშა ოჰანეზაშვილი და თვითონ ჯაბარი; ოჰანეზაშვილმა ბაქოში დააარსა აღმოსავლური მუსიკის კურსები(მუღამათი); მოღვაწეობდა ბაქოს კონსერვატორიაში, სადაც ჩამოაყალიბა ხალხური საკრავების ორკესტრი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა; 1915 წლიდან უკრავდა არამ მერანგულიანის მიერ ჩამოყალიბებულ ხალხური ინსტრუმენტულ ანსამბლში; 1922 წელს ს. ოჰანეზაშვილი გადმოვიდა თბილისში, სადაც ასწავლიდა შრომის სკოლებსა და ნარიმანოვის სახელობის აზერბაიჯანულ მუსიკალურ სტუდიაში; ამავდროულად იკვლევდა აღმოსავლურ მუსიკალურ საკრავებს; მოღვაწეობდა აზერბაიჯანულ თეატრში, დირიჟორობდა ხალხური საკრავების ორკესტრს; 1926 წელს მიიწვიეს ერევნის კონსერვატორიაში აღმოსავლური მუსიკის მასწავლებლად, აქ მან 150-მდე სომხური და თურქული სიმღერა ჩაიწერა; 1927 წელს მიავლინეს ქ. ფრანკფურტში(გერმანია) მსოფლიო მუსიკის გამოფენაზე, სადაც პროფესორ ე. ბრაუდოსთან ერთად მუშაობდა ფონოარქივში, კითხულობდა ლექციებს აღმოსავლური მუსიკის საკითხებზე, მონაწილეობა მიიღო შემსრულებელთა კონკურსში, რომელშიც საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის ლაურეატის წოდება მიენიჭა; მან სამსიმიან ჭიანურს მეოთხე სიმი დაუმატა, რითაც ბევრად გააუმჯობესა მისი ხმოვანება; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში(ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე); ქამანჩის დაკვრის ოსტატი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 385
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |