The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ მაყაშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1901
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1921  (19 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს, თბილისი
კატეგორია:სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო.

დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი - მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მ. მაყაშვილის დღიურები და წერილები. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი - ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ′არკი უწოდეს. 2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი სახელობის ბაღი გაიხსნა. მ. მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის "დაისის" მთავარ გმირს მისი სახელი - მარო დაარქვა. იგი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მოწყალების და, დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან.

წყარო: თბილისი : ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.648; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს ეროვნული გმირი (სიკვდილის შემდეგ)

ბიბლიოგრაფია

  • დღიური (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2014. - 215გვ.. - ISBN: 978-99940-28-86-3

გააზიარე: