Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ივანიცკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1947 წელს. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტში, 1955 წლიდან ხელმძღვანელობს გეოქიმიის განყოფილებას; 1955-1975 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თ. ივანიცკის შრომები ძირითადად ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგია-გეოქიმიისა და მაგმური ქანების გეოქიმიის საკითხებს. თ. ივანეცკიმ (ვ. ქოიავასთან ერთად) გამოსცა პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გეოქიმიაში. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1967). გეოქიმიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 90; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.734 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |