შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარაზ-ბაკური![]()
ბიოგრაფიავარაზ-ბაკური იყო ქართლისა და ალბანეთის მარზპანი(მმართველი) V საუკუნის 40-იანი წლების დამდეგიდან, ბარზაბოდის ძე და ვახტანგ I გორგასლის ბიძა. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მარზპანის ადგილი. ჯუანშერის ცნობით, 447 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში სალაშქროდ მიმავალ ვახტანგ გორგასალს ვარაზ-ბაკურმა 12000 მეომარი დაახმარა. 453-456 წლებში მან ირანის ჩრდილოეთით, ქუსტაქში შემავალი ქვეყნების ლაშქრით ვახტანგ გორგასალთან ერთად ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრა. მოკლეს ბიზანტიელებთან ბრძოლაში. ვარაზ-ბაკურის ცხედარი ქართლ-ალბანეთის მარზპანთა რეზიდენციაში - ქ. ბარდავში გადაასვენეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |