Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის კრეპსი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები 1931 წელს. 1930 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" მემონტაჟედ, ოპერატორის ასისტენტად. 1931 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოდოკუმენტალისტად. II მსოფლიო ომის დროს აშუქებდა ფრონტის ამბებს. 1935–1975წწ. საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში ოპერატორთა ჯგუფთან ერთად გადაიღო ფილმები: "ბასკები თბილისში" (1937, რეჟ. ა. დანელიანი), "შოთა რუსთაველი" (1938, რეჟ. შ. ჩაგუნავა), "დიადი აღრიცხვა" (1939, რეჟისორები: ი. კანდელაკი, შ. მარტაშვილი), "საქართველოს ბუნების ძეგლები და ნაკრძალები" (1950, რეჟ. შ. მარტაშვილი), "ჩვენი სასახლე" (1953, რეჟ-ები: თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე), "ფიროსმანი" (1960, რეჟ. გ. შენგელაია), "გრიბოედოვი საქართველოში" (1966, რეჟ-ები: დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე), "კიბერნეტიკა მედიცინაში" (1970, რეჟ-ები: დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე) და სხვ. 1936 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ალპური კლუბის ექსპედიციებში, რის შესახებაც გადაიღო ფილმები: "უშბა" (1946, რეჟ. ვ. ვალიშვილი), "ყაზბეგი" (1948, რეჟ. ვ. ვალიშვილი), "გმირული ტრავერსი" (1950, რეჟ. შ. მანაგაძე), "პამირის მწვერვალთა დამპყრობნი" (1955, ი. ამასიისკისთან ერთად, რეჟ. ზ. გუდავაძე), "მონტევიდეოს დღიური" (1962), "მყინვართა ცხოვრება" (1964, რეჟ. ო. ჭიაურელი), "ჭიდილი კლდესთან" (1965, რეჟ-ები: თ. ნოზაძე, ლ. ცინცაძე), "კლდის ვეფხვი" (1968, რეჟ. ო. გურგენიძე). აღიარებულია ქართული ალპინიზმის მემატიანედ. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "სამხრეთ ოსეთი" (დოკუმენტური, 1951), "მწვერვალთ დამპყრობნი" (1952), "მიხეილ ხერგიანი"(დოკუმენტური, 1972). კინოოპერატორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.207 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |