The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
Date of birth:10 December, 1973  (51 years)
Category:Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი 1996 წელს; 1997-2003წწ. სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში საპროდიუსერო ფაკულტეტზე (DAAD სტიპენდიანტი).

2003-2005წწ. გერმანიაში თანამშრომლობდა ფირმასთან "ვარშტაინერი", მასთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი "Jambo Kenia!" და მუსიკალური კლიპები; 2003 წელს დააარსა ქართულ-გერმანული სტუდია "აკრობატი"; ასწავლის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში; მუშაობს კინოსტუდია "სანგუკო"-ში; 1998 წლიდან მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დილის რომანსი" (1996), "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება"(დოკუმენტური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები"(დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება" (დოკუმენტური, 2009); პროდიუსერია ფილმების: "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება"(დოკუმენტური, 2009); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "ქვა"(1996), "დილის რომანსი" (1996), "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება“(დოკუმენტური, 2009); ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "როკვით განფენილნი“ (დოკუმენტური, 2005), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი"(დოკუმენტური, 2009), "ოცნება“(დოკუმენტური, 2009); მემონტაჟეა ფილმების: "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება"(დოკუმენტური, 2009).

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=336

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Share: