The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა პაპაიანი

დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1905  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ასტრახანი.

დაამთავრა გიმნაზია 1886 წელს; სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში(ვოკალი).

1884 წელს ვოკალში პირველი გაკვეთილები აიღო ასტრახანში გასტროლებით მყოფი კიპსესაგან; იღებდა მონაწილეობას კონცერტებში ა. რუბინშტეინისა და ე. ნაპრავნიკის დირიჟორობით; 1890-1893წწ. მილანში ვოკალის დახელოვნების კურსები გაიარა ვ. ფიორიტოსთან; გამოდიოდა ნეაპოლის "სან კარლოს" თეატრში და მილანის "ლა სკალაში"; 1893-1900წწ. იყო თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი, სადაც დებიუტი შედგა მარგარიტას პარტიით გუნოს "ფაუსტი"(მისი პარტნიორი იყო ახალგაზრდა დებიუტანტი მომღერალი ფ. შალიაპინი); 1896-1898წწ. მეცადინეობდა პარიზში მ. მარკეზისთან; 1900-1903წწ. იყო პეტერბურგის მარიას თეატრის წამყვანი სოლისტი; გამოდიოდა კამერული კონცერტებით; პარტნიორები: მ. აგულინი, ა. მ. დავიდოვი, ლ. სობინოვი, ნ. ფიგნერი, ფ. შალიაპინი, ლ. იაკოვლევი; 1896 წელს, 1902 წელს მისი კონცერტები თბილისში გაიმართა "თბილისის საკრებულოში", 1904 წელს "არტისტული საზოგადოების" დარბაზსა და საოპერო თეატრში; რეპერტუარი: თამარი(რუბინშტეინი "დემონი"), ლიზა(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"), ფილინი(ტომა "მინიონი"); სხვა რეპერტუარი: კონკია(მასნე "კონკია"), როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), მიმი("ბოჰემა"), ცერლინა(მოცარტი "დონ-ჟუანი"), დეზდემონა(ვერდი "ოტელო"), მარფა(რიმსკი -კორსაკოვი "მეფის საცოლე"), ლუდმილა(გლინკა "რუსლან და ლუდმილა"), იოლანტა, ლიზა, ტატიანა(ჩაიკოვსკი "იოლანტა", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი"); კამერული რეპერტუარი: ქართული, სომხური ხალხური და სომეხი კომპოზიტორების სიმღერები; თბილისში მოღვაწე სომეხი საოპერო მომღერალი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 386


გააზიარე: