The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ პაპაშვილი

დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1920  (104 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1939 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1944 წელს(საფორტეპიანო).

1944-1959წწ. იყო თბილისის კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტის კონცერტმაისტერი; 1944-1974წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" საორკესტრო განყოფილების კონცერტმაისტერი; 1959-1967წწ. თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კლასის პედაგოგი, 1974 წლიდან დოცენტი; 1969-1973წწ. იყო ქაიროს(ეგვიპტე) კონსერვატორიის პედაგოგი; 1973 წელს დაბრუნდა საქართველოში; თბილისის კონსერვატორიის საკონცერტმაისტერო დაოსტატების კათედრის პროფესორი(1989); მოწაფეები: 100-ზე მეტი, მათ შორის: ე. ასათიანი, მ. სიმონიშვილი, მ. გოგოლაძე, ვ. ჟორდანია, მ. ფანიაშვილი, მ. ალთუნაშვილი, ნ. კვირკველია, ჰ. შარარი(ეგვიპტე); თანამშრომლობდა: ლ. ისაკაძე, მ. ი. და ნ. იაშვილები, რ. გვასალია, მ. ქასრაშვილი, ზ. სოტკილავა, პ. ბურჭულაძე, ნ. ტუღუში, ლ. ჭყონია, მ. ამირანაშვილი; ქართული რეპერტუარი, კამერული რეპერტუარი: ა. მაჭავარიანი, რ. ლაღიძე, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, ს. ნასიძე, ა. შავერზაშვილი, ა. ჩიმაკაძე; ინსტრუმენტული კონცერტები: მაჭავარიანი, თაქთაქიშვილი; სხვა რეპერტუარი: კამერული მუსიკა და კონცერტები: ბახი, ჰენდელი, კორელი, პაგანინი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, მენდელსონი, ბრამსი, ვენიავსკი, რაველი, ლალო, სარასატე, დებიუსი, დე ფალია, სიბელიუსი, ბარტოკი, გლინკა, ჩაიკოვსკი, ხაჩატურიანი, შჩედრინი; სამეცნიერო მეთოდური შრომა(დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში); პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 386

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: