შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ლაფაური
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით 1981 წელს; 1980-1982წწ. კინო-ტელე ანიმაციის კურსი, კინოს დამდგმელი მხატვარი, უმაღლესი კატეგორია. 1981 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", მულტიპლიკაციური ფილმების სტუდია, მხატვარი და სცენარისტი; 1988-1989წწ. ანიმაციურ ფილმებზე იმუშავა ბულგარეთის და ჩეხეთის სტუდიებში; 1981 წლიდან განხორციელებული აქვს რამდენიმე თეატრალური დადგმა საქართველოსა და გერმანიაში; 1983-2003წწ. სხვადასხვა ბეჭდვითი გამოცემების მთავარი მხატვარი, მხატვარ-დიზაინერი; 2006 წლიდან ტურისტული კომპანია "ალიონი-ტურის" დამაარსებელი და რეგიონალური მენეჯერი; 2007 წლიდან "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლის მხატვარი და სტუდია "ანიმა გეორგია"-ს დამაარსებელი; მონაწილეობდა რამოდენიმე პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები?" (ანიმაციური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: "ალიყური" (ანიმაციური, 1989), "მოწმე" (ანიმაციური, 1991), "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005), "რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები?" (ანიმაციური, 2009); პროდიუსერია ფილმის: "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ფაკირი" (ანიმაციური, 1979), "პროფილი და ანფასი" (ანიმაციური, 1988), "მოწმე" (ანიმაციური, 1991), "განხეთქილების ვაშლი" (ანიმაციური, 2003), "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005), "რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები?" (ანიმაციური, 2009), "მაყურებელთა დარბაზები" (2013). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |