The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლატავრა პატარიძე

ლატავრა პატარიძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1954 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს(თეორიული).

1959-2002წწ. იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1959 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები), 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, რედაქტორი, მუსიკისმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სონატური ფორმა ქართველ კომპოზიტორთა სიმფონიურ ციკლებში(40-60-იანი წლები)", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 388

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: