The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარია პერინი

მარია პერინი
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1873
გარდაცვ. თარიღი:1939  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიცა, საფრანგეთი
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტურინი, იტალია.

1883-1890წწ. სწავლობდა ქ. ტურინში სამეფო ოპერის თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში.

1888-1897წწ. იყო ქ. ტურინის სამეფო ოპერის თეატრის სოლისტი-მოცეკვავე; 1890-1897წწ. წარმატებით გამოდიოდა თბილისის ოპერის თეატრის(სახაზინო თეატრი) სცენაზე, ჯერ როგორც გასტროლიორი, შემდეგ, 1897-1907წწ. როგორც წამყვანი ბალერინა; 1907-1916წწ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1916 წელს თბილისში დააარსა პირველი საბალეტო სტუდია(1920 წლიდან ეწოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სკოლა), სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას(1935 წლამდე); ამ სტუდიაში აღიზარდნენ: ვ. და თ. ჭაბუკიანები, ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი, ი. და დ. ალექსიძეები, ე. გვარამაძე, ს. ვირსალაძე, ვ. ვრონსკი-ნადირაძე, ე. ჩიკვაიძე, მ. ბაუერი; 1935-1938წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის ფილიალს; საქართველოში მოღვაწე იტალიელი ბალერინა; მისი მეუღლე იყო წარმოშობით პოლონელი, ქუთაისში დაბადებულ-აღზრდილი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე ჰენრიკ ჰრინევსკი; ჰრინევსკის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი პროფესიული მხატვრების პირველი თაობის ჩამოყალიბებაში; იყო ახლადგახსნილი თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პროფესორთაგანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 389


გააზიარე: