Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ბატონიშვილი (შახ ყული-ხანი)![]()
Biographyქართლის მეფის ვახტანგ V-ის შვილი; ვახტანგ VI -ის მამა; ძმის გიორგი IX-ის ირანში გაწვევის დროს, 1675-1677 და 1703 წელს იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი); 1678 წელს ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შახ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირბანის ნაიბად; შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. იგი კათოლიკე მისიონერებს მფარველობდა, იყო სულხან - საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია "ვედრება" იოანე ნათლისმცემისა, პეტრე-პავლესა და სხვა წმინდანებისადმი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.318-319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |