The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ვარაზი

ვასილ ვარაზი
ოფიციალური სახელი:ვასილ ვარაზაშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1888
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1969  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს.

მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო ხარკოვის უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრაზე ლაიფციგიდან მოწვეულ პროფესორ რ. გრინბერგთან. რ. გრინბერგმა მას შესთავაზა გერმანიაში წასვლა, რაზეც ვასილ ვარაზაშვილმა უარი განაცხადა და საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1931 წელს დაინიშნა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგედ. ვასილ ვარაზაშვილი იკვლევდა მალარიისა და აზიური ქოლერის დაავადებებს, ელექტროლიტებისა და წყლის ბალანსის დარღვევებს, ნახშირწყლებისა და აზოტური ცვლის ბიოქიმიის საკითხებს. დაადგინა მეტაბოლიტების როლი ნივთიერების ცვლაში, დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმია და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები და სხვ. მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო ვასილ ვარაზაშვილის ნაშრომებმა "ღვიძლში ცილების მარაგის შესახებ" (Warasi W. Uber das Reserveeriweiss in der Leber. "Zeitschrift fur die gesamte exsperimentelle Chirirgie", 1929, Bl.66, Lfg.1) და "ცენტრალური ნერვული სისტემა მალარიის დროს". 1938 წელს ნობელის კომიტეტმა იგი პრემიის შესაძლო კანდიდატად მიიჩნია და  კაროლინის სამეფო ინსტიტუტის დავალებით (შვედეთი) ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1939 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მესამე ტურის კონკურსზე მიიწვია. ეს ფაქტი მხოლოდ ვასილ ვარაზაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა-მან მოწვევა გადამალა იმ პერიოდში მიმდინარე რეპრესიების შიშით. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930). მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, ბიოქიმიკოსი, პათოფიზიოლოგი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: