Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ლაღიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი" (ვალიკო, 1957), "სხვისი შვილები" (გურამი, 1958), "გლახის ნაანმობი" (სანდრო, 1959), "ლონდრე" (გაბრიელი, 1966), "ყვარყვარე" (პავლე, 1978), "მარადისობის კანონი" (მერაბი, 1982), "მაგრამ რა მერე?" (დათიკო, 1997), "დარჩი ჩემთან" (2011) და სხვ.; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ლაპჩენკო (ა. არბუზოვი, "ისინი შეხვდნენ ერთმანეთს", რეჟისორი მ. თუმანიშვილი), ვეფხია ხალიბაური (კ. ბუაჩიძე "ამბავი სიყვარულისა", რეჟისორი მ. თუმანიშვილი, ლადო (გ. ნახუცრიშვილი, "ფიროსმანი", რეჟისორი დ. ალექსიძე), უფლისწული (სულხან-საბა ორბელიანი, "სიბრძნე სიცრუისა", რეჟსორი ნ. ხატისკაცი), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძე, "საბრალდებო დასკვნა", რეჟისორი რ. სტურუა), გოგი (ბ. ბრეხტი, "კავკასიური ცარცის წრე", რეჟისორი რ. სტურუა) და სხვ. 2013–2014წწ. იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი. თბილისის სომხური თეატრის სპექტაკლ",საბრალდებო დასკვნაში" განსახიერებული სარალიძის როლისთვის სომხეთის კულტურის სამინისტროსა და თეატრალური საზოგასდოებისაგან გადაეცა ორი ოქროს მედალი (2017). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი (დაარქივებული): web.archive.org; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.303-304 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |