The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვარაზაშვილი

გიორგი ვარაზაშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1893
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 1966  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის კლასიკური ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1914) სწავლა განაგრძო გერმანიაში. დაამთავრა ბერლინის სამთო აკადემია.

იყო გერმანიაში დაარსებული "რუსთაველის საზოგადოების" მდივანი. ეხმარებოდა ძმებს ჭიათურის მრეწველთათის საექსპორტო კავშირების დამყარებაში. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. 1925 წელს გიორგი ვარაზაშვილი დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა "ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერულ საზოგადოებასთან", მუშაობდა ნატახტრის წყალსადენის მშენებლობაზე. დიდი წვლილი შეიტანა თბილისის წყალმომარაგების საქმეში, ასევე სოხუმის წყალმომარაგების სისტემის აღდგენაში. 1938 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრაზე. 1947 წელს სსრ კავშირის ქვანახშირის მინისტრის ბრძანებით, მიენიჭა სამთო დირექტორის პერსონალური წოდება (შემოღებულია 1947 წელს). მისი ნაშრომი "მთის რეგიონებში წყალსაცავებისა და წყალსამეურნეო სისტემების შექმნისა და ექსპლუატაციის საინჟინრო-ეკოლოგიური პრობლემები", გამოქვეყნდა 2002 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამომცემლობაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სამთო ინჟინერი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.165; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • პირველი რანგის ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: